ვანო ზარდიაშვილი ბესელიას ინიციატივაზე - არც ერთი იურისტი, თუნდაც მეორე კლასელი ან პირველკურსელი, ამ პროექტს ხელს არ მოაწერდა, რადგან გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან

ამ ინიციატივას, თუ ის პოლიტიკური წინადადება უფროა, არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინიციატივა არაკონსტიტუციურია და მხარდაჭერა ვერ ექნება.

"პირდაპირ გეუბნებით, არც ერთი იურისტი, თუნდაც მეორე კლასელი ან პირველკურსელი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, იმდენად გასულია ეს ინიციატივა სამართლებრივი ჩარჩოებიდან, კონსტიტუციის შინაარსიდან და მიღებული კანონის აქტებიდან. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივას თუ პოლიტიკური წინადადება უფროა, არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს არის არაკონსტიტუციური. მე როგორც იურისტი გეუბნებით, რომ ეს მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. თუ ჩემს სიტყვებში ეჭვი გეპარებათ, ეს შეგიძლიათ ნებისმიერ კვალიფიციურ იურისტთან გადაამოწმოთ. ვერც ერთ საკითხს, რომელსაც აქვს არაკონსტიტუციური საფუძვლები, ვერ ექნება მხარდაჭერა. ამას პოლიტიკურად როგორ შეფუთავენ ადამიანები, ვერ გეტყვით,"- განაცხადა ზარდიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს