სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტი უსაფუძვლოა და კონსტიტუციურ ნორმას ეწინაააღმდეგება

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, მერაბ გაბინაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს ცხრა დეპუტატის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ იმ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შეჩერებას გულისხმობს.

როგორც გაბინაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატების აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციურ ნორმას ეწინააღმდეგება. გაბინაშვილი იმედოვნებს, რომ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრე დეპუტატების მიერ წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.

„ამ საკითხს გააჩნია ორი მხარე. ერთი არის სუფთა სამართლებრივი და მეორე გახლავთ სუბიექტური მხარე. სამართლებრივს რაც შეეხება, შავით თეთრზე წერია მოქმედ კონსტიტუციაში და აღნიშნულია, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას აქვს მხოლოდ ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა. ის არის დისკრეცია, რომ მოსამართლეები, რომლებიც პირველად განმწესდებიან სისტემაში, შესაძლებელია მათ მიმართ გამოყენებული იქნას სამწლიანი ვადა, რომელსაც საბჭო ისედაც იყენებს. რაც შეეხება ამ პროცესის საერთოდ გადადებას, შეჩერებას და მორატორიუმს, კონსტიტუციაში ვერ ნახავთ რაიმე ფორმას, რომელმაც შეიძლება გაამართლოს ასეთი საქციელი სამართლებრივად. პირდაპირ მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ინიციატორები არიან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შეჩერების, ეს საკითხი სამართლებრივად იმდენად მყიფეა, უსაფუძვლოა და ეწინაააღმდეგება კონსტიტუციურ ნორმას, დიდ იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტი ამას ამ სახით არ მიიღებს“, - განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

მერაბ გაბინაშვილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა ათკაციან სიაში იყო.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს 11 თებერვლის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები წარედგინება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო