სახელმწიფო აუდიტი - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში“ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაში არსებულ დარღვევებზე მიუთითებს. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2017 წელს,სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა საკვალიფიკაციო მოთხოვნების არასათანადოდ დადგენის გამო. საბოლოოდ კი ტენდერი კონკურენციის გარეშე, ერთი პრეტენდენტის - უცხოური საწარმოს ფილიალის „გროსინვესტ კაპიტალის“ მონაწილეობით ჩატარდა.ხელშეკრულების ღირებულება - 1,232,000 ლარით განისაზღვრა.

თავდაპირველად ტენდერში სავარაუდო ღირებულებით 1,244,000 ლარი, სამუშაოთა დასრულების ვადად კი - 90 დღე განისაზღვრა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელს უნდა ჰქონოდა ანალოგიური საქმიანობის არანაკლებ 5-წლიანი (2012-2016 წლები) გამოცდილება, მიმწოდებელს უკანასკნელი 2 წლის (2015-2016 წლები) მანძილზე ანალოგიურ საქმიანობაში განხორციელებული უნდა ჰქონოდა არანაკლებ 7,000,000 ლარის შესრულების სამუშაოები. 90 დღის ნაცვლად სამუშაოები 170 დღეში დასრულდა.

„აღნიშნული სატენდერო დოკუმენტაცია არ იყო მომზადებული შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. შესაბამისად, სამსახურის მიერ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ვადის და გამოცდილების სწორად განსაზღვრის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სატენდერო მოთხოვნების იმგვარად ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფდა მეტი კონკურენციის არსებობას და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა