ვანო ზარდიაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებზე - პირობას გაძლევთ, რომ მათ შორის ეკა ბესელიასთან ერთად, ამ გამოძიების ბოლომდე დასრულებას მოვითხოვ

„პირობას გაძლევთ, რომ მათ შორის ქალბატონ ეკასთან ერთად, ამ გამოძიების ბოლომდე დასრულებას მოვითხოვ," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, მისი გადამღებიც და გამავრცელებელიც უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს.

„ამ თემასთან დაკავშირებით მეტი კომენტარი ზედმეტი იქნება ჩემი მხრიდან. პირობას გაძლევთ, რომ მათ შორის ქალბატონ ეკასთან ერთად, ამ გამოძიების ბოლომდე დასრულებას მოვითხოვ. შესაბამისად, მერე ყველა ერთად ვნახავთ ამ გამოძიების შედეგებს,"- განაცხადა ზარდიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო