„საქართველოს ბანკის“ გენერალური პარტნიორობით ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ გენერალური პარტნიორობით ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაც დაამტკიცეს.

ამასთან, ახალგაზრდა სპორტსმენებმა საზეიმო ოლიმპიური ფიციც დადეს, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა.

„ოლიმპიურ ფესტივალს სარაევო 9-16 თებერვალს უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში სულ 6 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სამთო-სათხილამურო სპორტში იასპარეზებენ: ნოდარ კოზანაშვილი; გიორგი აბრამაშვილი; სანდრო ჟორჟოლიანი; ნინო კურტანიძე; მაგატა ჯაფარიძე. ფიგურულ ციგურაობაში კი საქართველოს ალინა ურუშაძე წარმოადგენს.

„საქართველოს ბანკი“ მოხარულია, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი- საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. „საქართველოს ბანკი“ წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა ოლიმპიელებს.

ინფორმაციისთვის: „საქართველოს ბანკი“ ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლიდან უწევს და მის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში გააგრძელებს. „საქართველოს ბანკისა“ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერა და წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა“, - ნათქვამია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა