ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანტონიო ბარტოლის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა იტალიაში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს შეხვედრის მნიშვნელობისა და ქართული დელეგაციის მონაწილეობის საკითხი განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იტალიის რესპუბლიკაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგემილია ორმხრივი შეხვედრები, სადაც ყურადღება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე გამახვილდება.

ანტონიო ბარტოლიმ ხაზი გაუსვა საქართველო-იტალიას შორის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში პოზიტიური თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხს.

ლევან დავითაშვილმა იტალიის ელჩს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო