თამარ ალანია - საზოგადოება ვერ მიიღებს სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, თუ მოსამართლეები უვადოდ არ დაინიშნებიან

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლის, თამარ ალანიას განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შეჩერებას გულისხმობს, არაკონსტიტუციურია.

როგორც ალანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუშლის სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, რაც საზოგადოებას ავნებს.

„კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან მიმართებაში არათუ არაკონსტიტუციურია, არამედ პირდაპირ ავნებს საზოგადოებას. საზოგადოება, რომელიც ელის სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, ის ვერ მიიღებს ამას, თუ მოსამართლეები უვადოდ არ დაინიშნებიან. შესაბამისად, ეს უნდა გაიაზროს ყველა იმ ადამიანმა, რომლის პასუხისმგებლობაც არის სწორედ ასეთი განცხადებების გაკეთება, რომ ის პირდაპირ აზიანებს საზოგადოებას.

დღეს არსებული კანონმდებლობა აბსოლუტურ ჰარმონიაშია ევროსაბჭოს სტანდარტებთან, მოწონებულია ვენეციის კომისიის მხრიდან. შესაბამისად, ყველა უკუკავშირი და კანონმდებლობაში რაიმე გზით ჩარევა, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე საუბრობს, იქნება იმ ღირებულებების უარყოფა, რომელიც აღიარა სახელმწიფომ ბოლო შვიდი წლის მანძილზე", - განაცხადა ალანიამ.

თამარ ალანია უზენაეს სასამართლოში უვადოდ განსამწსებელ მოსამართლეთა ათკაციან სიაში იყო.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს 11 თებერვლის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები წარედგინება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს