ვანო ზარდიაშვილი სასამართლო სისტემაში მის გავლენებზე - ეს ბრალდება არის აბსურდული და ყველანაირ საფუძველს მოკლებული

„ეს ბრალდება არის აბსურდული და ყველანაირ საფუძველს მოკლებული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრალდებებს სასამართლო სისტემაში მის გავლენებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, კონსტიტუციით შეუძლებელია, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ის მართავდეს.

„ეს ბრალდება არის აბსურდული და ყველანაირ საფუძველს მოკლებული. ეს თითქმის შეუძლებელია. ადამიანი, ვინც იცნობს კონსტიტუციასა და სამართლებრივ ჩარჩოებს, აუცილებლად ამოიკითხავს, რომ ეს სუფთა პოლიტიკური ბრალდება და ცილისწამებაა და არა რაიმე სამართლებრივად შესაძლებელი,"- განაცხადა ზარდიაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოს, სადაც მისი მოსამართლეებთან შეხვედრააა ასახული, ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ქაშვეთის ეკლესიის წინ შედგა და არანაირ ფარულ შეხვედრებზე საუბარი არ არის.

„შეხვედრა მოხდა რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის წინ, განათებულ ადგილას და იქ საერთოდ სკვერიც არ იყო. აქედან გამომდინარე, ფარულ შეხვედრებზე საუბარი ზედმეტია,"- აღნიშნა ზარდიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს