თემურ შაშიაშვილი - ლიეჟში, სააკაშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებიც იყვნენ - ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რაღაც საოცრება

პოლიტიკური პარტია „თეთრების“ დამფუძნებლის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ლიეჟში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებიც იმყოფებოდნენ. ამის შესახებ თემურ შაშიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

თემურ შაშიაშვილის თქმით, ის კრებაზე კონკრეტული შეთავაზებით, გიორგი სიგუას დახმარებით მივიდა, თუმცა დარბაზიდან გამოაძევეს.

ამასთან, როგორც თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა, დარბაზში დაახლოებით 300-400 ადამიანი იმყოფებოდა, მშვიდობიანი შეკრების ნაცვლად კი დაამსწრეები აგრესიულ განწყობას გამოხატავდნენ.

„ვერ ვიგრძენი, მთელი მსოფლიოდან რომ იყვნენ შეკრებილები, 700-კაციან დარბაზში ნახევარს რადგან ვერ ავსებდნენ. ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რაღაც საოცრება. ბატონმა გიორგი სიგუამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე შევსულიყავი. გუშინ ისეთი რამ ვიგრძენი, ვინმეს რომ მოეყოლა, ვერ დავიჯერებდი - „ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენლები და სხვები ვნახე ამ დარბაზში შეკრებილი.

გუშინ მე იქ ლანძღვა-გინების გარდა არაფერი არ მომისმენია. ეს არის ტრაგედია.

მე იქ სააკაშვილთან არ ჩავსულვარ. მინდოდა, ხალხისთვის ჩემი სათქმელი გადამეცა. სააკაშვილზე 1997 წლიდან ვამბობ, რომ ის არის გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში. გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ასევე, კიდევ იმაში დავრწმუნდი, რომ ბევრი მათგანი, ვინც იქ იმყოფებოდა, „ქართული ოცნების“ წევრია ან ისეთი, ორივესთან რომ ინარჩუნებს ურთიერთობას და ვინც მეტ ფულს მისცემს, მასთან რომ იქნება. ბიძინა ივანიშვილმა რომელ პარტიებსაც ფული მისცა, ხალხს მათი იმედი არ უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც მათი, ვინც სააკაშვილისგან ფინანსდებიან. გუშინ ვნახე ანტიქართული, საქართველოს სიძულვილის მქონე ღონისძიება“, - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

გუშინ, ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზში მცირე ინციდენტს მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროსაც ჰქონდა ადგილი. დარბაზში იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი იმყოფებოდა, რომელიც დარბაზიდან გაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: "მეგონა ქართველთან კრებაზე მივდიოდი, აღმოვჩნდი სექტის ხელში" - თემურ შაშიაშვილი ლიეჟში შეხვედრაზე, სადაც მისმა გამოჩენამ ხმაური გამოიწვია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა