შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ვენეციის კომისია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა დაიწყო, რაც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების მკვეთრად გამიჯვნას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს.

მათივე განცხადებით, სამინისტრომ შეიმუშავა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია, რომელსაც ვენეციის კომისია შეაფასებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. ამ მიზნით, სისტემის შიგნით საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების გამიჯვნასთან ერთად, სამინისტრომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა დაიწყო, რაც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების მკვეთრად გამიჯვნას გულისხმობს.

სამინისტრომ შეიმუშავა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია, რომელსაც ვენეციის კომისია შეაფასებს. ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებთან, მოსამართლეებთან და პარლამენტის დეპუტატებთან 2019 წლის11-12 თებერვალს გამართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვენეციის კომისიის დელეგაციას მინისტრის მოადგილეებმა ნათია მეზვრიშვილმა და ნინო ჯავახაძემ უმასპინძლეს”, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა