საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წარადგინა კვლევის - ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების როლი სოფლის მეურნეობაში შედეგები

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წარადგინა კვლევის ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების როლი სოფლის მეურნეობაში შედეგები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან“ აცნობეს, კვლევის მიზანი იყო საქართველოში არსებული იმ ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების შესწავლა, რომლის საქმიანობაც სოფლის მეურნეობასთან არის დაკავშირებული.

მათივე ინფორმაციით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საჭიროა სახელმწიფოსა და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერება. იმისათვის, რომ ბიზნესის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა მდგრადობას მიაღწიონ, მნიშვნელოვანია ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება.

„ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაძლიერებისა და მათი შემდგომი განვითარებისთვის საჭიროა მომსახურების პაკეტების დივერსიფიცირება და საწევროს შემოღება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციებმა ითანამშრომლონ დიდ მეწარმეებთან და ბიზნესზე ორიენტირებულ ფერმერებთან. შესაბამისი მომსახურების პაკეტების შემუშავებისა და სამომავლო სტრატეგიების დასახვისთვის კი საჭიროა ბაზრის კვლევა და მეწარმეების საჭიროებების შესწავლა“, - განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ თორიამ.

კვლევის საჭიროება პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგად გამოვლინდა, რაც მოიცავდა სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს, მცირე საგრანტო კომპონენტს, გაიდლაინების შემუშავებასა და პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას. “ საქართველოში ბევრი ძლიერი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციაა. ვიმედოვნებ, რომ კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და მათ შემდგომ განვითარებას. შედეგად, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას საჯარო და კერძო დიალოგში და უფრო ეფექტიანად დაეხმარებიან წევრებს, რათა მოხდეს მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა საქართველოში“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დომინიკ პაპენჰეიმ.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ინფორმაციით, შეხვედრის შედეგად, მხარეები ჩამოყალიბდნენ, რომ პროექტი გააგრძელებს ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და ფერმერებისთვის საინტერესო საკითხების შესახებ საჯარო და კერძო დიალოგს, რომელიც შეეხება ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებულ საკითხებს.

ღონისძიება გაიმართა პროექტის „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ხუთი ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI), ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) და ასოციაცია „ათინათი“ (ATINATI), საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ხელმძღვანელობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა