მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი ანა დოლიძეს - თუ შეგიძლიათ რომელიმე მოსამართლეს უთხრათ, აქ კი არა, ციხეში უნდა იყოთო

ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც სიძულვილს თესავს სასამართლო ხელისუფლების მიმართ,- ასე გამოეხმაურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, მერაბ გაბინაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებას, რომელიც უვადოდ დანიშნულ ზოგიერთ მოსამართლეს ეხებოდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე მერაბ გაბინაშვილმა ანა დოლიძეს ამ განცხადების დასაბუთება მოსთხოვა.

„აქ ბრძანდება ანა დოლიძე. ქალბატონო ანა, თუ შეგიძლიათ რომელიმე მოსამართლეს უთხრათ, აქ კი არ უნდა იყოთ, არამედ ციხეში უნდა იყოთო?!. შევიდეთ ამ სამართლებრივ დისკუსიაში. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც სიძულვილს თესავს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ამის უფლება თქვენ არ გაქვთ. პირდაპირ წერია კანონში, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა რიგი გარემოებების გარდა დაუშვებელია“, - განაცხადა გაბინაშვილმა.

შეგახსენებთ, ანა დოლიძის განცხადებით, „უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის ხალხი, რომელიც მოსამართლე საერთოდ არ უნდა იყოს ან შეიძლება, ციხეში უნდა იჯდეს".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, რომელსაც 150-მდე მოსამართლე ესწრება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს