სოფო ხორგუანი - თბილისში მმართველობის სრულიად ახალი სისტემაა შესაქმნელი, რადგან კონკრეტულ პრობლემებზე პასუხისმგებლობის მქონე პირების მიგნება ჭირს

თბილისში მმართველობის სრულიად ახალი სისტემაა შესაქმნელი, რადგან კონკრეტულ პრობლემებზე პასუხისმგებლობის მქონე პირების მიგნება ჭირს, - ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოფიო ხორგუანმა განაცხადა.

მან მთაწმინდის რაიონსა და თბილისში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში არსებობს "შავი ხვრელები", რომელთა გამოც გარკვეული საკითხები ვერ გვარდება.

„მთაწმინდის რაიონში ძირითადად ის ხდება, რაც დანარჩენ საქართველოს აწუხებს, მაგრამ მაინც არსებობს სპეციფიკური პრობლემები. ეს არის განაშენიანების პრობლემა, კულტურული მემკვიდრეობის ზონაა მთაწმინდის რაიონის დიდი ნაწილი. ასევე არის ხმაურის თემა, რომლის შესახებაც კანონი რეალურად არ მუშაობს. ეს საკითხები იმიტომ არ წყდება, რომ კანონმდებლობაში არსებობს, ასე ვთქვათ, "შავი ხვრელები", რომელთა ამოვსების შემთხვევაშიც ბევრი რამ გადაწყდება. მაგალითად, რაიმე კონკრეტული საყოფაცხოვრებო პრობლემის არსებობის დროს პასუხისმგებელი პირის პოვნა ძალიან ძნელია. თბილისში მმართველობის თავიდან ბოლომდე ახალი სისტემაა შესაქმნელი. თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი მოწესრიგებულია, მაგრამ კონკრეტულ პრობლემაზე პასუხისმგებლობა ვის აქვს, ამის მოძებნა ჭირს. მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, თუმცა ოპოზიციასაც შეიძლება ჰქონდეს მეტი შედეგიანი წინადადება. ბოლო დროს შთაბეჭდილება რჩება, რომ მათ ერთმანეთი აწყობთ", - განაცხადა ხორგუანმა.

მანვე აღნიშნა, რომ არ აპირებს, პრობლემების მოსაგვარებლად შუალედური არჩევნების შედეგებს დაელოდოს და ჩამოთვალა რამდენიმე საკითხი, რომლებზეც უკვე აქტიურად მუშაობს.

„არ დაველოდები, რა გადაწყდება მაისში არჩევნებზე. არსებული პრობლემებზე მუშაობას ახლა ვაპირებ. მე, როგორც მოქალაქე, ვაპირებ, შევთავაზო პრობლემების გადაწყვეტის გზები მათ, ვინც ისინი უნდა გადაწყვიტონ. ესენია ხმაურის საკითხი, განაშენიანების, ნარკოპოლიტიკისა და ტარიფის თემები", - განაცხადა მან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა