განათლების მინისტრის მოადგილე - დავეხმარებით სკოლებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, მარტივი პრობლემების მოგვარება პრიორიტეტული უნდა გახდეს სკოლების ადმინისტრაციისთვისაც

გასამმაგებული ბიუჯეტით დავეხმარებით პირველ რიგში იმ სკოლებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ხოლო მარტივი პრობლემების მოგვარება პრიორიტეტული უნდა გახდეს სკოლების ადმინისტრაციისთვისაც, - ასე ეხმაურება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე სახალხო დამცველის მიერ ანგარიშის მომზადებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ პრობლემებს უწყება სრულად ეთანხმება.

„სამინისტრო მუდმივად აღნიშნავს, რომ სკოლებში არის მძიმე ვითარება სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ჩვენ პრობლემებს მივუდექით სისტემურად და გასამმაგებული ბიუჯეტით, პირველ რიგში, დავეხმარებით იმ სკოლებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. მეორეს მხრივ, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და მარტივად მოსაგვარებელი პრობლემები, როგორებიცაა, მაგალითად ადგილზე საპნის არსებობა და რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან მოსწავლეების ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო უნდა გახდეს სკოლის მენეჯმენტისთვის, რათა დროულად მოხდეს მათი აღმოფხვრა. ასევე დაუშვებელია, სკოლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სველ წერტილებში პირობები იყოს განსხვავებული. მარტივად გადასაჭრელი პრობლემების მოგვარება სწორედ სკოლის ადმინისტრაციის ვალდებულებაა. ჩვენ ამის მონიტორინგს მუდმივად განვახორციელებთ“, - განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

„შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელმაც წარმოადგინა ანგარიში - "წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში".

მისივე თქმით, ძირითადი პრობლემები ამ მიმართულებით მაღალმთიან სოფლებშია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო