სალომე სამადაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში, რაც ლიეჟში ვიხილეთ

პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ლიეჟში," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ლიეჟში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი საქართველოს უახლეს ისტორიაში.

„ის, რაც გუშინ ლიეჟში ვიხილეთ, ჩემი აზრით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩვენს უახლეს ისტორიაში. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა და თვითაღიარებითი ჩვენება მისცა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც ჩასული ზონდერ-ჯგუფები ხელს უშლიდნენ საკუთარი ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს თანამემამულეებს, შეკრებილიყვნენ და საკუთარი პოლიტიკური აზრი დაეფიქსირებინათ თავისუფლად. ამას ადეკვატური პასუხი უნდა გასცენ საქართველოს მოქალაქეებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ იმით, რომ უახლოეს არჩევნებზე ეს სამარცხვინო ზონდერ ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ სახლში,"- განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა