სალომე სამადაშვილი - მოსამართლეების თემა უმრავლესობის შიგნით სხვადასხვა დაჯგუფების მიერ გამოიყენება საკუთარი გავლენის მოსაპოვებლად

„მოსამართლეების თემა უმრავლესობის შიგნით სხვადასხვა დაჯგუფების მიერ გამოიყენება საკუთარი გავლენის მოსაპოვებლად და გასამყარებლად,"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, ხელისუფლებას 7 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა გაეთავისუფლებინა.

„რეალურად, არ მგონია, რომ ვინმეს აქვს გულწრფელი მოტივაცია უმრავლესობაში, რომ ჩვენ მივიღოთ მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა იმიტომ, რომ ამისთვის დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა 7 წელი და ვნახეთ, რომ დღეს სასამართლო კვლავ პოლიტიკური დიქტატის ქვეშ არის. შესაბამისად, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოველი, რომ რაიმე ნაბიჯებს ვნახავთ, რაც გაათავისუფლებს სასამართლოს.

ძალიან კარგი იქნება, თუ შეიქმნება ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი ოპოზიციის მხრიდან. ეს ერთი მხრივ, დაგვეხმრება იმაში, რომ დღევანდელი ხელისუფლების ჩავარდნა სახელმწიფო პოლიტიკის ყველა მიმართულებით გავაკრიტიკოთ ბევრად უფრო საფუძვლიანად და სისტემატიურად; მეორე მხრივ, კიდევ უფრო ნათელს გახდის ამომრჩევლებისთვის, რა ალტერნატივას ვთავაზობთ მათ,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს