მოსამართლე შოთა გეწაძე ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საპარლამენტო მდივანი უნდა ჰყავდეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, შოთა გეწაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ინიციატივას სთავაზობს, რომლის თანახმად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პარლამენტში საპარლამენტო მდივანი უნდა ჰყავდეს.

როგორც შოთა გეწაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა, თუ ეს ინიციატივა განხორციელდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საპარლამენტო მდივანს საშუალება ექნება დაიცვას სასამართლო სისტემის უფლებები.

„თუკი საპარლამენტო მდივანი ჰყავს სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციას, პრეზიდენტს, ისეთ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ ორგანოს, როგორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორ შეიძლება არ ჰყავდეს საპარლამენტო მდივანი პარლამენტში, რომელიც უკვე პარლამენტის წიაღში მოახდენს სასამართლო სისტემის მოსაზრების ინტეგრირებას და სხვა დონეზე მისი უფლებების დაცვას. მე მინდა, რომ ამაზე დაფიქრდეს იუსტიციის საბჭო. ადრე მუსირებდა ეს აზრი და სამწუხაროდ, განვითარება ვერ ჰპოვა. ახლა ამ აზრის განუვითარებლობა, ვფიქრობ, დიდი შეცდომა იქნება“, - განაცხადა შოთა გეწაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს