გრიგორი კარასინი - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მოქალაქეების დამკვირვებლებად არ დაშვება ეუთო-ში ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მოქალაქეების დამკვირვებლებად არ დაშვება ეუთო-ს ფარგლებში უკრაინის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„უკრაინელმა მესაზღვრეებმა პეტრო პოროშენკოსგან ბრძანება მიიღეს, საზღვარზე არ გაუშვან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ეუთო-ს მიერ იყვნენ სპეციალურად შერჩეულნი. თავის მხრივ უკრაინის პარლამენტმა სასწრაფოდ შეიტანა ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში, რაც რუსეთის მოქალაქეებს უკრძალავს დაკვირვებას უკრაინაში ელექტორალურ პროცესებზე“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ ხუთშაბათს უკრაინის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში გამართულ არჩევნებზე დამკვირვებლად მუშაობას უკრძალავს. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 მარტს გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს