ფარული ჩანაწერების ატვირთვაში ბრალდებულ დიმიტრი ანდრეევის ძმა - ჩემს ძმას ფარული ჩანაწერი არ ჰქონდა - ალბათ, ვიღაც ციხიდან გამოსვლას დაჰპირდა

ჩემმა ძმამ ქართულად წერა კითხვა არ იცის და ფარული კადრები მას არ ჰქონდა,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფარული ჩანაწერების სავარაუდოდ სოციალურ ქსელში ატვირთვაში ბრალდებული დიმიტრი ანდრეევის ძმამ, რომა ანდრეევმა განუცხადა. როგორც რომა ანდრეევმა აღნიშნა, მის ძმას გარკვეული ჯგუფები ივანიშვილების გასაწირად იყენებენ და სანაცვლოდ, შესაძლოა ციხიდან გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.

"ჩემს ძმას არანაირი ჩანაწერი არ ჰქონდა. ალბათ, ვიღაცა ციხიდან გამოსვლას დაჰპირდა, რომლებიც ჩემი ძმის ზურგს უკან არიან და მას ტექსტებს აწერიებენ. ჩემ ძმას თითქმის 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მას მკვლელობა ედება ბრალად. სწორედ ვიღაც ჩემი ძმით სარგებლობს ივანიშვილების გასაწირად. გამოძიება ჩატარდეს ვინ დგას ჩემი ძმის უკან. ქვეყანაში რამდენი არჩევნები ჩატარდა ჩემი ძმა კი პოლიტიკას საერთოდ არ ეხებოდა. უცნაურია როგორ შეძლო ასეთი ქართული ტექსტების წერა და ვიდეოების გავრცელება. ეს არის ტყუილი სიმართლე არ არის",- განაცხადა რომა ანდრეევმა.

შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. მათი ნაწილი დღეს ციხეშია, ნაწილი კი გირაოთი გაათავისუფლეს. 9 თებერვალს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში buba lomtatidze-დ დარეგისტრირებული პირი, რომელმაც სავარაუდოდ ფარული კადრები ატვირთა, სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

პირი, რომელსაც გამოძიება ვიდეოს ატვირთვას ედავება, ურეკში მცხოვრები 32 წლის დიმიტრი ანდრეევია. დიმიტრი ანდრეევი ცოლთან ერთად სომხეთში სასჯელს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის იხდის. სავარაუდოდ, სწორედ ეს პირია ვიდეოს პირველად ამტვირთავი, თუმცა, როგორ აღმოჩნდა მის ხელში ფარული ვიდეომასალა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

იხილეთ ვიდეო: ფარული ჩანაწერების ატვირთვაში ბრალდებულის ძმა - ჩემი ძმა ფანტაზიორია, თან ქართულად ასე გამართულად თვითონ ვერ დაწერდა, ამაზე თავს დავდებ!

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს