ჰასან რუჰანი - თეირანი განაგრძობს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას და სარაკეტო პროგრამაზე მუშაობას

თეირანი განაგრძობს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას და სარაკეტო პროგრამაზე მუშაობას, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა.

„ჩვენ განვაგრძობთ სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას. 40 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენი შესაძლებლობები ამ სფეროში მსოფლიოს აოცებს“, - განაცხადა ჰასან რუჰანიმ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ირანს ნებართვა არ სჭირდება, რათა საკუთარი სარაკეტო პროგრამა განავითაროს“.

„დღეს ჩვენი ქვეყანა უშვებს რაკეტებს, სამხედრო თვითმფრინავებს, ხომალდებს და წყალქვეშა ნავებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, ანუ ყველაფერს, რაც ირანის შეიარაღებულ ძალებს სჭირდებათ“, - დასძინა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს