სახალხო დამცველის აპარატი ომბუდსმენისთვის განსაკუთრებულად დაცულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომას ითხოვს

სახალხო დამცველის აპარატი ომბუდსმენისთვის დაცულ მონაცემებზე წვდომის გახსნას ითხოვს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ეკა ხუციშვილმა წარადგინა.

„ამ წინადადების მთავარი მიზანი არის ის, რომ სახალხო დამცველმა თავისი მანდატი უფრო ეფექტურად განახორციელოს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ კანონმდებლობის თანახმად, სახალხო დამცველს არ აქვს წვდომა განსაკუთრებულად დაცულ პერსონალურ მონაცემებზე. საუბარია მსჯავრდებულებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, თავისუფლება აღკვეთილ პირებთან დაკავშირებულ სხვა ამგვარ ინფორმაციას და პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებულ იმ სხვა კონკრეტულ მონაცემებზე, რომელიც განსაკუთრებულად დაცულ პერსონალურ მონაცემებად არის მიჩნეული. რა თქმა უნდა, პერსონალური მონაცემები პირადი ცხოვრების დაცვის სფეროში ექცევა და მასზე წვდომა მხოლოდ სპეციალური კატეგორიის პირებს უნდა ჰქონდეთ, თუმცა შესაძლოა არსებობდეს საჯარო ლეგიტიმური მიზანი, როგორიცაა პირთა უფლებების დაცვა, მათ შორის ამ მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვა, რომელთა განხორციელების პროცესშიც მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს წვდომა განსაკუთრებულად დაცულ პერსონალურ მონაცემებზე“, - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

როგორც ომბუდსმენის წარმომადგენელმა განაცხადა, წინადადების მთავარი არსი ის არის, რომ კანონმდებელმა ორგანომ მოაწესრიგოს არსებული ხარვეზი და სახალხო დამცველს მიეცეს შესაძლებლობა, შეუფერხებლად მოითხოვოს და მოიპოვოს განსაკუთრებულად დაცული პერსონალური მონაცემები.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას სრულ მხარდაჭერას უცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა