რომან გოცირიძე - ზოგიერთი საპენსიო თემას იყენებს იმისთვის, რომ დატოვოს უმრავლესობა და ალბათ დღეს ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გვექნება

ვერ გეტყვით არის თუ არა საპენსიო რეფორმა რეალურად უმრავლესობის დატოვების საფუძველი, შეიძლება ეს უფრო იყოს საბაბი, თუმცა ფაქტია, ამ საკითხმა პოლიტიკური უკმაყოფილებების პროვოცირება გამოიწვია, - ასე აფასებს საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ ვერსიებს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

როგორც დეპუტატმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა საკუთარი სქემა დაგროვებითი პენსიის შესახებ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდათ, პარტიამ მისი ინიცირება საჭიროდ არ ჩათვალა.

„მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო რეფორმა უკვე ამოქმედდა, პირველივე დღეებში არის დიდი გაუგებრობა. ეს იყო მოუმზადებელი მოდელი. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ მსგავსი სქემების ამოქმედება აუცილებელია ნებაყოფლობით საწყისებზე, საჭირო იყო თანდათანობით შეჩვევა, გარდა ამისა, ადამიანებს უნდა ჰქონოდათ არჩევანი საკუთარი თანხები განეთავსებინათ სახელმწიფო ფონდში თუ კერძო ფონდში. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. რაც შეეხება ალტერანტიულ ვერსიებს, ზოგი არის უარესი, ზოგი უკეთესი. ზოგი კიდევ საპენსიო თემას იყენებს იმისათვის, რომ დატოვოს უმრავლესობა და ალბათ დღეს ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გვექნება. ჩვენ გვქონდა ჩვენი ალტერნატიული მოდელი, მაგრამ სქემა უკვე ამუშავებულია, სამწუხაროდ. ხელისუფლება არასდროს არ დაუჭერს მხარს ოპოზიციის მოსაზრებას და არ ვთვლით საჭიროდ ჩვენი ინიციატივით გამოვიდეთ. კარგი იქნება თუ ხელისუფლება დღეს არსებული მოდელის კორექტორებას მოახდენს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა