ჩინეთის საგარეო უწყება - აშშ-ს პროვოკაციული ქმედებები ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს

აშშ-ს პროვოკაციული ქმედებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინმა განაცხადა.

„11 თებერვალს აშშ-ს საზღვაო ძალების ორი ხომალდი ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა, ნანშას კუნძულების მახლობლად. ჩინეთის საზღვაო ძალებმა ამოიცნეს ამერიკული ხომალდები და გააფრთხილეს ისინი ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში ყოფნის შესახებ. ამგვარი ქმედებები ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩინეთი უდავო სუვერენიტეტით სარგებლობს ნანშას კუნძულებზე და მიმდებარე წყლებზე“.

„აშშ-ს მიერ ორგანიზებული პროვოკაციები და დაძაბულობის ზრდა საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ამას. ჩინეთი ამერიკულ მხარეს მოუწოდებს შეწყვიტოს ამგვარი პროვოკაციები. ჩვენ ყველა საჭირო ზომას მივიღებთ ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად“, - დასძინა მან.