ნინო ლომჯარია მოსამართლეების უვადო დანიშვნაზე - უნდა შეიქმნას ისეთი ფორმატი, რომელსაც ნდობა ექნება

ვფიქრობ, უნდა შეიქმნას ისეთი ფორმატი, რომელსაც ექნება ნდობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოსამართლეების უვადო დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შექმნილ ფორმატში ყველა მხარე იღებდეს მონაწილეობას.

„მე ვფიქრობ, უნდა შეიქმნას ის ფორმატი, სადაც ყველა მიიღებს მონაწილეობას. დღეს არსებულ ფორმატში, არასამთავრობო სექტორი არ იღებს მონაწილეობას. ამიტომ, ვფიქრობ უნდა შეიქმნას ისეთი ფორმატი, რომელსაც ექნება ნდობა და უნდა ვისაუბროთ სისტემურ ცვლილებებზე“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება, სადაც საბჭოს წევრები მსჯელობენ პარლამენტის 9 დეპუტატის მიერ მომზადეულ კანონპროექტზე, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. კანონპროექტს ხელს აწერენ: გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო