„ევროპული საქართველო“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა  გაუმჯობესდეს

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, „ევროპული საქართველოს“ წევრები ინიციატივით გამოდიან, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილები შევიდეს. კერძოდ, საუბარია, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და მის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის შესახებ.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ინიციატივის წარდგენისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ დაზარალებულის სტატუსის მქონე პირს საშუალება უნდა ჰქონდეს საქმის მასალების ასლების გაკეთების.

გიორგი ტუღუშის თქმით, მსგავსი რეკომენდაცია გაცემულია არაერთი ორგანიზაციის მიერ. ასევე დეპუტატი აცხადებს, რომ მსგავსი რეკომენდაცია გასცა ხორავას ქუჩის საქმეზე შექნილმა საპარლამენტო კომისიამაც.

„საკანონმდებლო ინიციატივა უკავშირდება დაზარალებული სტატუსის პირის მქონე უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, უშუალოდ კი, საუბარია საკითხზე, რომელიც უკავშირდება დაზარალებულის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომას. ჩვენ ვიცით, რომ დღეს არსებული რედაქციით, რეალურად, წვდომა აქვს უბრალოდ მასალების გაცნობის და დაზარალებულ პირს არ აქვს საშუალება მოიპოვოს ამ საქმის მასალების ასლები. გარდა ამისა, დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და განმტკიცება არის მოყვანილი, როგორც პრიორიტეტი არაერთ სამუშაო გეგმასა და სტრატეგიაში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის აუცილებელი ცვლილება, რომელმაც მკვეთრად უნდა გააუმჯობესოს დაზარალებული პირის უფლებრივი მდგომარეობა.

კანონპროექტი ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლში ცვლილების შეტანას, სადაც იმ ჩამონათვალს, რომელიც უკავშირდება დაზარალებული პირის უფლებებს, დაემატება პუნქტი, რომელიც დაზარალებულს საშუალებას მისცემს მოიპოვოს საქმის მასალების ასლები. ჩვენს კანონპროექტს ზურგს უმაგრებს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, ასევე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რიგი გადაწყვეტილებები,სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ დაზარალებულს უნდა გააჩნდეს მინიმალური უფლებები, რათა ეფექტურად მოახდინოს, როგორც გამოძიების და საქმის მიმდინარეობის მონიტორინგი, ასევე საკუთარი უფლებების დაცვა. ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი იმსახურებს მხარდაჭერას. ასევე, იცით, რომ ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ იგივე პრობლემები შეექმნა ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს“,- განაცხადა ტუღუშმა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზეზია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაზარალებულის საკმარისი სამართლებრივი ბერკეტების არარსებობა, რაც აფერხებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებების რეალიზებას და ამ უფლებების ფარგლებში მის ეფექტიან მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო