ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ანა დოლიძეს - ძალიან გთხოვთ, ჩემს შვილს ნუ ეტყვით, რომ მისი დედა მონაა

ძალიან გთხოვთ, ნუ ეტყვით ჩემს შვილს, რომ მისი დედა მონაა იმიტომ, რომ ის თქვენ აღარ დაგიჯერებთ,- ასე მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მაკა გორგოძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს.

მოსამართლის თქმით, მისი შვილი ყველანაირ სამართლებრივ აქტივობებში მონაწილობდა, მათ შორის აქციებშიც, ხოლო "მონა მოსამართლის შვილი" ასეთ ხმაურიან აქტივობებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„ჩემი შვილი იდგა საპროტესტო აქციებზე თქვენს მხარდამხარ, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტს ეძღვნებოდა. ის იყო აქციების მთავარი ორგანიზატორი, რომელსაც სახელმწიფოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის გადადგომა მოჰყვა. აქ არიან იუსტიციის საბჭოს წევრები, თუ რომელიმე მათგანმა მითხრა, რომ არ შეიძლება სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, მთავრობის წინააღმდეგ ჩემმა შვილმა მიიღოს მონაწილეობა, მე დღეს მოსამართლე არ ვიქნებოდი და არც თქვენს წინაშე გამოვიდოდი სიტყვით. მაგრამ, რომ შებრძანდებით აუდიტორიაში, ძალიან გთხოვთ, ნუ ეტყვით ჩემს შვილს, რომ მისი დედა მონაა, რადგან ის თქვენ აღარ დაგიჯერებთ. იმიტომ რომ იცის, მონად არ გაუზრდია მის დედას. ის თქვენთან ერთად მონაწილობდა ყველნაირ აქტივობაში, რაც მისთვის სიმართლედ აღქმულ გარემოებებს ეხებოდა", - განაცხადა მაკა გორგოძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა