რომან გოცირიძე - რაც ხელისუფლებამ ბელგიაში ჩაიდინა, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს - ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობას ძალიან ეშინია სააკაშვილის აქტიურობის

რაც გუშინ ხელისუფლებამ ბელგიაში ჩაიდინა, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ქალაქ ლიეჟში გუშინ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას გააკეთა.

„რაც ხელისუფლებამ გუშინ ბელგიაში ჩაიდინა, გარდა იმისა, რომ ეს არის სამარცხვინო, იმასაც ნიშნავს, რომ უმრავლესობას ძალიან ეშინია ოპოზიციის და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის აქტიურობის. ამიტომაც აქედან მიავლინეს დესანტი, სუს-ი. სირცხვილია ის, რომ შეხვედრის ჩაშლა ხდება ამგვარი მეთოდებით. ასე რომ, პირველ რიგში ის რაც მოხდა, ხელისფლებას ახასიათებს ცუდად და მეორე რიგში ასხამს ჩვენს წისქვილზე წყალს. ხედავთ როგორ არიან შეშინებულები?! ეს შიში გამოწვეულია მათი წარუმატებელი პოლიტიკით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს