დავით ჭიჭინაძე საპენსიო რეფორმაზე - თუ ციხის რეფორმირებაც მოხდა, ისე არ გამოვიდეს, რომ გარეთ ხალხი „გადავყაროთ“, ფული აღარ მივცეთ და ციხეში ყოფნა ერჩიოთ

საპენსიო რეფორმას რაც შეეხება, ციხის რეფორმირებაც მოხდა, ისე არ გამოვიდეს, რომ გარეთ ხალხი „გადავყაროთ“, ფული აღარ მივცეთ და ციხეში ყოფნა ერჩიოთ გარეთ ყოფნას, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე დაგროვებითი პენსიის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ მიერ წარდგენილ ალტერნატიულ კანონპროექტს განიხილავენ.

„მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტში ბანკებსა და ფინანსური სექტორის განვითარებაზე არის საუბარი, ხოლო თქვენს მიერ წარდგენილი პროექტის შემთხვევაში საუბარია უძრავ ქონებაში ფულის დაბანდებაზე და მე ამას მხარს არ ვუჭერ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს იწვევს გარკვეული უბნების და არა მთელი ქვეყნის განვითარებას ა.შ. რაც შეეხება კიდევ ერთ ნაწილს, ძირითადად ჩვენ ვიღებთ 40 წლამდე ასაკს, 20 წლიდან თუ ავიღებთ 40 წლამდე ასაკს, ნახევარი ადამიანები ითვლებიან ახალგაზრდებად. ამ ასაკში უმუშევართა წილი არის ყველაზე დიდი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 18-დან 30 წლამდე უმუშევართა წილი ყველაზე დიდია. გამოდის, რომ გადამხდელების ყველაზე დიდი მასა არის პასიური, ანუ ვერ იხდის. 40 წელს ზემოთ ადამიანებს რაც შეეხება, ამ მიმართულებით კარგი მაგალითია იაპონია, იქ 7 000 დოლარი არის პენსია და 35 ათასი დოლარი ღირს პატიმრის შენახვა ციხეში. პენსიონერების 25% ამჯობინებს, რომ ციხეში იჯდეს, გამოდიან და უკან შედიან. იქ ფართიც აქვთ, გათბობაც და ყველა პირობა. ჩვენც ახლა თუ ვამბობთ, რომ ვცივილურდებით, თუ ციხის რეფორმირებაც მოხდა, ისე არ გამოვიდეს, რომ გარეთ ხალხი „გადავყაროთ“, ფული აღარ მივცეთ და ციხეში ყოფნა ერჩიოთ გარეთ ყოფნას“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა