მიროსლავ ლაიჩაკი - ზუგდიდში მშენებარე კიბოს სკრინინგ ცენტრისთვის სლოვაკეთის განვითარების ფონდმა 39 ათასი ევროს ინვესტიცია განახორციელა

ზუგდიდში მშენებარე კიბოს სკრინინგ ცენტრისთვის სლოვაკეთის განვითარების ფონდმა 39 ათასი ევროს ინვესტიცია განახორციელა, - ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა.

,,მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, კიბო დღეს მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევი მეორე მთავარი მიზეზია. მისი პრევენცია კი არის ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგი. ზუგდიდში შენდება კიბოს სკრინინგ ცენტრი, ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს და იმედი მაქვს, რომ ეს ცენტრი მოემსახურება როგორც საქართველოს ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ეს მათ მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს პრობლემას", - განაცხადა ლაიჩაკმა.

როგორც ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორმა რემა ღვამიჩიამ განაცხადა, ცენტრის მშენებლობა დასრულებულია და ახლა ხდება მისი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა.

კიბოს სკრინინგ ცენტრის გახსნა მაისის თვეშია დაგეგმილი.