დავით ბაქრაძე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების შეჩერება სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების შეჩერება, სასამართლოში არსებული სისტემის გაჯანსაღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ უმრავლესობა უარს ამბობს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე, ცალსახად ადასტურებს, რომ მათ „კლანური მმართველობის შეცვლის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ“.

„დანიშვნების შეჩერება არის მხოლოდ ნაწილი, ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობითაც კი, ვადით დანიშნული მურუსიძე ძალიან წარმატებით ახერხებს სისტემის კონტროლს კლანის მეშვეობით. აუცილებელია სისტემის გახსნა, დისკუსია საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს შორის. სისტემის შესაცვლელად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების და ხელისუფლების პოლიტიკური იძულების გარეშე, ჩვენ წინ ვერ წავალთ, რადგან კონკრეტულ კანონპროექტზე უკვე გამოჩნდა,რომ ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ სურს და აწყობს სასამართლოში დღეს, არსებული სიტუაცია. დანიშვნების შეჩერებაც და მთლიანად სისტემის გაჯანსაღებაც უნდა მოხდეს პირველ რიგში სწორედ საზოგადოების აქტიურობის და საზოგადოების ზეწოლის შედეგად და ეს არის ის გზა, რომლითაც აპირებს, რომ მომავალში წავიდეს საპარლამენტო უმცირესობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს დღეს სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები წარედგინება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო