„ვისოლი“, „თიბისი ბანკი“ და „თიბისი დაზღვევა“ ერთობლივ აქციას იწყებენ

„ვისოლი“, „თიბისი ბანკი“ და „თიბისი დაზღვევა“ ერთობლივ აქციას იწყებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, მომხმარებელი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში „თიბისის“ ნებისმიერი ბარათით ვისოლის ქსელში შეიძენს 250 ლარის საწვავს ან ბუნებრივ აირს, ვისოლისგან ავტომატურად დასაჩუქრდება „თიბისი დაზღვევის“ ავტოპასუხისმგებლობის, მძღოლის და მგზავრების ერთთვიანი დაზღვევით, 5000- ლარიანი ლიმიტით.

„საჩუქარი მომხმარებელს ავტომატურად გაუაქტიურდება და მოიცავს: ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 2,500 ლარიანი ლიმიტით, თუ ავტომობილის მართვისას, მომხმარებლის ბრალეულობით დაზიანდება სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა, „თიბისი დაზღვევა“ აანაზღაურებს ზარალს;

მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას 2,500 ლარიანი ლიმიტით, თუ ავტომობილის მართვისას მომხმარებელი ან მგზვარები მიიღებენ ჯანმრთელობის დაზიანებას თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს“, – აცხადებენ „თიბისი ბანკში“.

მათივე ინფორმაციით, დაზღვევა იმოქმედებს ნებისმიერი ავტომობილის მართვისას ერთთვის განმავლობაში და განახლდება ყოველ ახალ თვეს ვისოლში საწვავის შეძენისას. დაინტერესებულ პირებს აქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ ბმულზე – tbcinsurance.ge.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა