13 წლის ბავშვის მეზობელი - პოლიცია და სამაშველო ჯგუფი ბინაში არ შედიოდა, დამნაშავე მხოლოდ მაშინ დაიჭირეს, ფანჯრიდან რომ გადმოხტა

რუსთავში, ბიძის მიერ მოკლული 13 წლის ბავშვის მეზობლები აცხადებენ, რომ პოლიცია და სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა, ისინი გარეთ იდგნენ და ბინაში არ შედიოდნენ. მისივე თქმით, სანამ ბრალდებული თავად არ გადმოხტა ფანჯრიდან, მანამდე სამაშველო ჯგუფმა და პოლიციამ არაფერი მოიმოქმედა.

,,ფანჯრიდან რომ გადმოხტა, მერე დაიჭირეს, იქამდე 40-45 წუთი გარეთ იდგნენ და ბინაში არ შედიოდნენ. რისთვის გვჭირდება პოლიცია, ბავშვი შეიძლება უკვე მკვდარი იყო, მაგრამ რეაგირება ხომ უნდა გააკეთო?! მეზობლის ბიჭი გადავიდა ფანჯრიდან, ნახა, რომ ბავშვი უკვე მკვდარი იყო. იმას დანა ეჭირა ხელში და რა უნდა ექნა მეზობლის ბიჭს? მეზობლის ბიჭსაც ხელი სტკივა და ცალი ხელი შეხვეული აქვს, ესენი რას ელოდებოდნენ?“ - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ერთ-ერთმა მეზობელმა ამირან ბერაძემ.

მისივე თქმით, ბრალდებული ნარკოტიკებს არ მოიხმარდა, ბავშვობაში კი ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა.

„ბიჭებმა წაიყვანეს თბილისში, ფსიქიატრიულში და იმათ არ დაიტოვეს. რომ დაეტოვებინათ, ეს მსხვერპლი არიდებული იქნებოდა. არც ნარკოტიკებს ღებულობდა, ჩვეულებრივად კონტაქტობდა მეგობრებთან. ზაფხულში პოლონეთში იყო სამუშაოდ წასული და არაფერი სჭირდა. გუშინწინ, რაღაცნაირად ნერვებზე აიჭრა, ადრე ბავშვობაში ეპილეფსიური შეტევები ჰქონია“, - განაცხადა ამირან ბერაძემ.

იხილეთ ვიდეო: 13 წლის მოზარდის მკვლელობის საქმე - მეზობლები სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა