დიმიტრი ცქიტიშვილი - ოპოზიციური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან არაჯანსაღ სახეს იღებს

ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან არაჯანსაღ სახეს იღებს ოპოზიციური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამეხმაურა ლიეჟში განვითარებულ მოვლენებს. მისი შეფასებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შოუს მოწყობა სცადა, რომელიც არ შედგა.

„საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, აწ უკვე ძებნილმა სააკაშვილმა მოაწყო შოუ, რომელიც არც შედგა. სამწუხაროდ, ის კიდევ უფრო აპირისპირებს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს ერთმანეთთან. ეს სამარცხვინო და ძალიან მძიმე საყურებელია. საზოგადოებამ თავის პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას" გუშინაც გასცა. ძალიან ცოტა ადამიანი იყო იქ მისული იმიტომ, რომ ეს იყო დესტრუქციული პროცესი და არ ემსახურებოდა თუნდაც ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბებას. ფაქტია, რომ საზოგადოებამ ამას პასუხი გასცა. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის სპექტრში გამოინახება რესურსი, რომ უფრო სოლიდური და ადეკვატური ოპოზიცია იყოს იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. არის გამოწვევები, ამას ვაღიარებ და კარგი იქნება ძლიერი ოპოზიცია, რომელიც არ მოგვცემს შეცდომების დაშვების უფლებას,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს