საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრას გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია მერებაშვილი ესწრებოდნენ.

„შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია, რაც საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების და პასუხისმგებლობის მკვეთრად გამიჯვნას გულისხმობს. ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ ინფორმაციას პროკურორთა შეფასების სისტემის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და განაჩენების სტატისტიკისა და მათთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ“, – აცხადებენ პროკურატურაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა