მზექალა შანიძის საჯარო ლექცია „ქართული ხელნაწერები - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“ გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხვალ, თსუ-ს ემერიტუსი პროფესორი მზექალა შანიძე „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „ქართული ხელნაწერები - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“.

თსუ-ს ინფორმაციით, „წლის პირველი საჯარო ლექცია“ ყოველწლიურად ტარდება.

„პირველი საჯარო ლექცია პირველად 100 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა „ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში).

„წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში, პირველი საჯარო ლექცია „ჩვენი სახელმწიფო“ 2015 წლის 12 თებერვალს წაიკითხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. 2016 წელს თსუ-ს ემერიტუს პროფესორმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „რამ გადაგვარჩინა?“. 2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „თანამედროვე მონაცემები უძველესი ჰომოს შესახებ. 2018 წლის 12 თებერვალს თსუ-ს პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „იოანე პეტრიწის ჰენადების თეორია და მისი ახალი ანთროპოლოგია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს