ძმის შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მეგობრები - თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში რომ ამბობენ, ჩვენთან არ ყოფილან მოსულებიო, კამერები შეამოწმონ

ძმის შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვალერი ირემაძის მეგობრები დავით ქებულაძე და ლაშა ჟორჟოლიანი აცხადებენ, რომ თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ ირემაძეს მათთვის არ მიუმართავს. დავით ქებულაძის განცხადებით, კლინიკაში იქნება ვიდეოკამერები, ამოიღონ ჩანაწერი და ნახავენ, რომ იქ მართლაც იყვნენ მისულები, თუმცა უკან გამოუშვეს და პაციენტი არ მიიღეს.

„თბილისში, ნარკოლოგიურში გვითხრეს, რომ ფსიქიატრიულში მიგვეყვანა, იქვე- გვერდით შენობაში. მივედით დახმარება ვთხოვეთ, ავუხსენით პაციენტს რა სჭირდა, რა ეჩვენებოდა. ჩვენ ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ არ მიიღეს, უბრალოდ, გამოგვიშვეს და გვითხრეს, რომ ადგილები არ იყო. უკან გამოგვატანეს ადამიანი, რომელიც ფსიქიკურად შეშლილი იყო და რომელზეც ამბობენ, რომ არაფერი მსგავსი არ აღენიშნებოდა. მას მიღებული ჰქონდა დამამშვიდებლები, რომელიც კლინიკა ,,რუსთავში“ გაუკეთეს და გვითხრეს, რომ ფსიქიატრიულში გადაგვეყანა. ის როგორც სახლში იქცეოდა, როგორც გველაპარაკებოდა, თითქოს ხმები ესმოდა, ვიღაცეებს დასდევდა, თბილისში უკვე მსგავსი არაფერი გამოუხატავს, რადგან უკვე დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ იყო. აქედან გამომდინარე შეიძლება იფიქრეს, რომ ადამიანს არაფერი არ სჭირდა. სახლში მოვიყვანეთ, გაუარა იმ დამაშვიდებლების რეაქციამ და ასეთი ამბავი მოხდა“ , - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დავით ქებულაძემ.

მისივე თქმით, თანხის წინასწარ გადახდა ნარკოლოგიურ კლინიკაში მოსთხოვეს.

„თანხა ნარკოლოგიურში მოგვთხოვეს. მორიგე ექიმი იჯდა მიმღებში, რომელმაც დარეკა, ჩამოვიდა სხვა მამაკაცი, რომელმაც გვითხრა, რომ წინასწარი პროცედურები უნდა გაგვევლო, რის შემდეგაც მოხდებოდა ადამიანის ნარკოლოგიურ კლინიკაში მოთავსება. ეს პროცედურები იყო რაღაცის შევსება და 3 ათასი ლარის გადახდა, პლუს იქ უნდა დარჩენილიყო 14 დღე, ასევე ესაჭიროებოდა ადამიანი, რომელიც მასთან ერთად დარჩებოდა. ფსიქიატრიულში რომ ამბობენ, არ ყოფილან მოსულებიო, რას ჰქვია არ ვყოფილვართ მისულები, ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, მისი შვილის ნათლია ვარ, ჩვენ გვყავდა მიყვანილი. რა კამერები არა აქვთ კლინიკაში?! კამერები შეამოწმონ და ნახავენ, რომ ჩვენ მიყვანილი გვყავდა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“, - განაცხადა ირემაძის ბავშვობის მეგობარმა დავით ქებულაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: "მოჩვენებებს დასდევდა" - რას ჰყვება ბავშვობის მეგობარი 29 წლის მამაკაცზე, რომელმაც ძმისშვილი მოკლა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს