დავით სერგეენკო - 2015 წლამდე ძალიან ცოტასთვის იყო ხელმისაწვდომი C ჰეპატიტზე მკურნალობა

150 000 ადამიანს სჭირდებოდა C ჰეპატიტზე მკურნალობა, 2015 წლამდე ძალიან ცოტასთვის იყო ხელმისაწვდომი და პრაქტიკულად შეუძლებელი, რომ მიეღო ეს,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ვირუსულ ჰეპატიტზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველო გამორჩეულია იმით, რომ ერთადერთი ქვეყანაა დღეს მსოფლიოში, რომელიც პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც ეს მართლაც ვერაგი დაავადება აქვთ, გამოვლენა პროაქტიურად ხდება. ყველა დანარჩენ ქვეყანაში მკურნალობენ შეძლებისდაგვარად, მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებიც მიაკითხავენ. ეს მოდელი - პაციენტების პროაქტიური მოძიება, სამი მთავარი მიმართულების თანაბარ მნიშვნელოვან ფაქტორად გათვალისწინება, როგორიც არის პრევენცია, საკუთრივ მკურნალობა და პაციენტების ჩართულობა, სტიგმასთან ბრძოლა, ამით არის გამორჩეული საქართველო. რითი გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი პროექტი დაწყებულიყო, რატომ მოხდა ეს საქართველოში და არა სადმე სხვაგან? იმისათვის, რომ შერჩეულიყო ქვეყანა, თავიდან ასეთ ქვეყანას უნდა დაეკმაყოფილებინა რამდენიმე, მაგრამ სამი მთავარი მოცემულობა. პირველი - ქვეყანაში ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო პროორიტეტი, მეორე - არა მნიშვნელობით, არამედ თანამიმდევრობით ქვეყანაში უნდა ყოფილიყვნენ ექიმებისა და მეცნიერების ისეთი გუნდი, რომლებიც შეძლებდნენ ამის გაკეთებას და მესამე - ქვეყანაში უნდა ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური ვითარება.

საბედნიეროდ, საქართველომ სამივე კონპონენტი წარმატებით დააკმაყოფილა, სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი ამ მართლაც უნიკალური პროგრამის დაწყება საქართველოში 2015 წელს. დამატებით, საქართველოსთვის ეს იყო ძალიან დიდი ჯანდაცვითი ტვირთი. 150 000 ადამიანს სჭირდებოდა მკურნალობა. 2015 წლამდე ძალიან ცოტასთვის იყო ხელმისაწვდომი და პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, რომ ყველას, ვისაც სჭირდებოდა მკურნალობა, მიეღო ეს. საბედნიეროდ, ჩვენმა პარტნიორობამ, ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ბრწყინვალე პარტნიორი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კერძო სახელმწიფო პარტნიორობის ახალა მოდელს ფარმაცევტული კომპანია ” გილეადი”, ჩვენ შევძელით ამის გაკეთება. გამომდინარე პროგრამის უნიკალურობიდან, ჩვენ აუცილებლად გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის გამოცდილება გავუზიაროთ სხვა ქვეყნებსაც”, - განაცხადა სერგეენკომ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა