გიორგი მიქაუტაძე - მე კომუნიკაცია უნდა მქონდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრთან და ამას ასეც გავაგრძელებ

მე კომუნიკაცია უნდა მქონდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრთან და ამას ასეც გავაგრძელებ, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა საბჭოს მოსამართლე წევრის, თამარ ონიანის ინიციატიავას.

საუბარია მოსამართლე თამარ ონიანის მიერ საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომ ვინაიდან ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ არგუმენტირებული პასუხი არ გასცეს კითხვას, თუ რატომ უჭერენ მხარს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე კანონპროქტს, მაშინ იუსტიციის საბჭოს სხდომებზე არც მათ კითხვებს უნდა უპასუხონ მოსამართლეებმა.

„ყველამ თავისით უნდა გადაწყვიტოს, ყველა წევრს აქვს თავისი დამოუკიდებელი მოსაზრება. მე ამ შემთხვევაში ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და კომუნიკაცია უნდა მქონდეს ყველა წევრთან. ამას ასეც გავაგრძელებ. ეს პირადად ჩემი გადასაწყვეტია, როგორ მოვიქცევი. ყველა სხვა წევრის გადასაწყვეტია როგორ მოიქცეს“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისი განმარტებით, საქალაქო სასამართლოში გამართულ იუსტიციის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა სვამდა ლეგიტიმურ კითხვას, რომ დაესახელებინათ ჯანეზაშვილს და დოლიძეს თუნდაც ერთი არგუმენტი, რატომ ეთანხმებიან ამ საკანონმდებლო ცვლილებას, რაზეც მისივე თქმით, მოსამართლეებმა პასუხი ვერ მიიღეს.

„მოვისმინეთ ბევრი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არც სამართლებრივად და არც სხვა არანაირი მიზნებით, არ არასებობს არგუმენტი ამ საკანონმდებლო ცვლილების სასარგებლოდ, რომ შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა.

გვესმოდა მკაფიო განცხადებები და მხარდაჭერა, მათ შორის, საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან, რომ ისინი ეთანხმებიან ამ ინციატივას, თუმცა, მათ დღეს ჩვენს ათეულობით კითხვაზე, თუნდაც ერთი არგუმენტი მაინც დაესახელებინათ რატომ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება, სამართლებრივად ან მიზანშეწონილობის ჭრილში, ამაზე მივიღეთ დუმილი. მე ვიცი, რომ დუმილი არის თანხმობის ნიშანი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენს არგუმენტებს ეს წევრებიც ეთანხმებიან. უბრალოდ, არ აქვთ არც ერთი საპასუხო არგუმენტი", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა