დიმიტრი გვრიტიშვილი - არ არის გამორიცხული, დღეიდან ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის შეკითხვებს არანაირ ფორმატში არ ვუპასუხო

არ არის გამორიცხული, დღეიდან ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის შეკითხვებს არც მე ვუპასუხო არანაირ ფორმატში, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, დღეს, რეგიონებიდან ჩამოსულ ათეულობით მოსამართლეს შეკითხვებზე პასუხი ვერ გასცეს, რადგან მათ არ აქვთ შესაბამისი არგუმენტები.

„სიტყვები არ მყოფნის, სრულად და ადეკვატურად შევაფასო არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის დღევანდელი საქციელი. რეგიონებიდან ათეულობით ჩამობრძანებულ მოსამართლეს, რომლებსაც ჰქონდათ შეკითხვები,

მათ ბედს ეხება ეს კანონპროექტი, მათ ეგონათ და ჩვენც გვეგონა, რომ ეს იქნებოდა დისკუსიის რეჟიმი, მოსაზრებების გაცვლა, თუმცა მივიღეთ სამარცხვინო ვითარება, როდესაც ვსაუბრობდით მხოლოდ მოსამართლეები. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე კი ინარჩუნებდნენ ღირსეულ დუმილს. მე ვფიქრობ, რომ კვალიფიციური და სამართლებრივი არგუმენტები საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად არ გააჩნიათ. მათ ელემენტარულად გამბედაობა არ ეყოთ, მოსამართლეებისთვის გაეცათ პასუხი. ისინი გამბედავნი არიან თქვენთან (მედიასთან), არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების გასაწევად.

მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე მიდგომა ავირჩიო ამ ქალბატონების მიმართ, როდესაც იუსტიციის საბჭოს ფორმატში იქნება რაღაც საკითხი განსახილველი და მათ ექნებათ ჩემთან კითხვები“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა მოსამართლე წევრმა, თამარ ონიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე გამოთქვა მოსაზრება, რომ ვინაიდან ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ არგუმენტირებული პასუხი არ გასცეს კითხვას, თუ რატომ უჭერენ მხარს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე კანონპროქტს, მაშინ იუსტიციის საბჭოს სხდომებზე არც მათ კითხვებს უნდა უპასუხონ მოსამართლეებმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა