გია ხუხაშვილი ლიეჟში მომხდარ ინციდენტზე - ხელისუფლების ქმედება სამარცხვინოა

ერთგვარი სიმბიოზი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ცდილობს, რომ აქტუალურობა შეინარჩუნოს მანკიერი ორპოლუსიანი ვითარებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვიულმა ბელგიაში მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას განუცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, ორივე ძალას სურს ქვეყანა ჩატოვოს მუდმივი ოპონირების ნეგატიურ ნარატივში, რაც საბოლოოდ ქვეყნისთვის არ არის კარგი შედეგის მომტანი.

„მიმდინარე პროცესი აბსოლუტურად არაჯანსაღია. ერთგვარი სიმბიოზი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ცდილობს, რომ აქტუალურობა შეინარჩუნოს მანკიერი ორპოლუსიანი ვითარებით. მათი დაპირისპირება ერთგვარი ოჯახური გარჩევაა, თუ ვის დარჩება მემკვიდრეობა კოლექტიური მურუსიძის სახით. აქ მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა ქართული საზოგადოებისთვის.

ორივე ძალას სურს ქვეყანა ჩატოვოს მუდმივი ოპონირების ნეგატიურ ნარატივში.

რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებას, ეს სამარცხვინოა. როდესაც ჩვენ ვუყურებთ კადრებს, თუ როგორ გაურბიან კამერებს ევროპაში გაუგებარი წარმოშობის სავარაუდოდ, სპეცსამსახურის წარმომადგენლები. ამით არიან დაკავებულები სპეცსამსახურები, ეს სამწუხაროა.

გაუგებარია, რატომ არის საინტერესო და რატომ ინტერესდება სპეცსამსახურები ამ შეხვედრით, მაშინ როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა.

სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არა პოზიტიური დღის წესრიგის შემუშავებით არის დაინტერესებული, არამედ გვტოვებს ნეგატივში, მუდმივად ცდილობს მოახდინოს სპეკულირება „ანტიმიშას ფაქტორზე“ და ამით გავიდეს ფონს. ეს სავალალო რეალობაა,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა