ლევან მურუსიძე ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს – მართლა ნახირი ხომ არ არის შეკრებილი, ესენი არიან მოსამართლეები

მართლა ნახირი ხომ არ არის შეკრებილი, ესენი არიან მოსამართლეები, - ასე ეხმაურება მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილს „დუმილს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.

„სასამართლო კორპუსი იმის ღირსი მაინც არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი და შესაბამისად აფიქსირებენ განწყობას, წარმოუდგინონ და ელემენტარულად თქვან, რატომ უჭერენ მხარს ერთ პოზიციას და რატომ არ უჭერენ მეორე პოზიციას. მათ დუმილი არჩიეს.

ისინი აფასებენ ამ მოსამართლეებს, შეფასებას აკეთებენ და იღებენ გადაწყვეტილებას, უვადოდ დაინიშნებიან თუ არ დაინიშნებიან. ამიტომ, მოსამართლეთა კორპუსი თვლის, რომ ისეთ საჭირბოროტო საკითხზე, როგორიც არის მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნა, შეიძლება ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ თუ ეთანხმები, ან არ ეთანხმები, ელემენტარული ზრდილობაა, კანონის მოთხოვნაა, ადამიანობაა, სინდისია, მოსამართლეს აუხსენი. ეს რა, მართლა ნახირი ხომ არ არის შეკრებილი, ესენი არიან მოსამართლეები, მართლსაჯულებას ახორციელებენ. შენ ხარ საბჭოს წევრი ანგარიშვალდებული ხარ მოსამართლეების წინაშე“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ლევან მურუსიძისთვის მოსამართლეთა უვადოდ გამწესება დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, ლევან მურუსიძე პასუხობს:

„ჩემთვის, ლევან მურუსიძისთვის და არამარტო ლევან მურუსიძისთვის, იტალიელი, ესპანელი, ინგლისელი, გერმანელი მოსამართლეებისთვის უვადოდ განმწესება არის ერთ-ერთი მთავარი გარანტი დამოუკიდებლობის“.

მურუსიძის თქმით, კანონპროექტი, რომლის ავტორებიც ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები არიან, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს