ლევან კობერიძე - მიკვირს, რატომ მისცა ვანო ზარდიაშვილმა მსგავსი ტიპის შეფასების უფლება თავს

მიკვირს, რატომ მისცა ვანო ზარდიაშვილმა მსგავსი ტიპის შეფასების უფლება საკუთარ თავს, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ლევან კობერიძე ზარდიაშვილის განცხადებას, სადაც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ ბესელიასა და მისი კოლეგების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს არც ერთი თავმოყვარე იურისტი არ მოაწერს ხელს.

„მე მიმაჩნია, რომ უფრო სწორია მსგავსი საკითხის განხილვა მოხდეს არა მედიის ფორმატში, არამედ იმ ფორმატში, რაც არის რეგლამენტით გათვალისწინებული. კანონპროექტი, რომელსაც ცხრა დეპუტატმა მოვაწერეთ ხელი და მას კიდევ ჰყავს მხარდამჭერები სხვა დეპუტატების სახით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიუროზე დარეგისტრირდება და გაივლის შესაბამის პროცედურებს. ვფიქრობ, აჯობებს, რომ ყველა ვინც მოწინააღმდეგეა ან მომხრეა ამ კანონპროექტის, ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე იქ მოახდინოს ამ კანონპროექტის განხილვა და თავისი აზრის დაფიქსირება“,- განაცხადა კობერიძემ და იქვე დასძინა, რომ აღნიშნული მორატორიუმი, როგორც დროებითი ღონისძიება, აუცილებელია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს