პოლონეთის პრემიერი - არსებობს ევროკავშირის ღირებულებები, რომელსაც ყველანი ვიზიარებთ, მაგრამ არ არსებობს ისეთი რამ, როგორიც არის უნივერსალური ევროპული იდენტობა

ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც მაისში გაიმართება, აჩვენებს, რომ ევროკავშირის ჩინოვნიკები და საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი მოწყვეტილნი არიან რიგით ევროპელებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპარლამენტის არჩევნები აჩვენებს, რომ ევროპა სრულად განსხვავებულია იმისგან, თუ როგორ ხედავენ მას ბრიუსელიდან. სრულიად ახალი ძალები გამოჩნდებიან, რომლებსაც ბრიუსელის ბიუროკრატები პოპულისტურ მოძრაობებად მოიხსენიებენ. თუმცა, ჩემთვის ისინი დემოკრატიიდან დაბადებული ძალებია და მათ უნდა მოუსმინონ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ „ნეოლიბერალური მოდელი ეჭვის ქვეშ უნდა დადგეს“. მან ასევე ისაუბრა საიმიგრაციო საკითხზე.

„ყველა გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ევროპელებისთვის ყველაზე მთავარ პრობლემას წარმოადგენს მიგრაცია და ტერორიზმი. ჩვენ ყური უნდა ვუგდოთ ხალხის შფოთვას. ევროპის კარების ფართოდ გაღება არ არის პასუხი“, - აღნიშნა მან.

პოლონეთის მთავრობის თავკაცმა ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

„მე მხარს ვუჭერ ევროპას, რომელიც ნაციონალური სახელმწიფოებისგან შედგება, ხოლო მაკრონს სურს ევროპის გაერთიანებული სახელმწიფოები. ეს პროექტი შორს ვერ წავა, ვინაიდან ხალხი არ მიიღებს მას. ევროკავშირის ღირებულებები, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი იზიარებს, არსებობს, მაგრამ არ არსებობს უნივერსალური ევროპული იდენტობა“, - აღნიშნა მორავეცკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა