ალდაგი თხილის მწარმოებელებს დარგში მიმდინარე სიახლეებს გააცნობს

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინიციატივით, ზუგდიდში თხილის მწარმოებელთა მესამე კონფერენცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს, ღონისძიების მხარდამჭერია მათი კომპანია.

ყოველწლიური კონფერენციის მიზანს ფერმერებისა და თხილის სექტორში დასაქმებული პირებიისთვის თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მუშაობისა და სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენს. ღონისძიებაზე ასევე თხილის სფეროში, მსოფლიო ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

კონფერენციას დაესწრება ასოციაციის წევრი 300 ლიდერი ფერმერი, რომლებიც წარმოადგენენ ფერმერთა 150 სხვადასხვა ჯგუფს თხილის მწარმოებელი რეგიონებიდან. მათ საშუალება მიეცემათ გაეცნონ უახლეს ინფორმაციებს თხილის დარგში არსებულ ისეთ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მავნებლებთან ბრძოლა, ნიადაგის განოყიერება, შეღავათიანი ფინანსური პროდუქტები, აგროდაზღვევა და სხვა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას. დღეისთვის აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში: გაცემულია 81,453 პოლისი, დაზღვეული ფართობი შეადგენს 71,413 ჰექტარს. ჯამში დაიზღვა 551,366,395 ლარის მოსავალი. ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 33,854,463 ლარის სუბსიდირება მოახდინა. 2014-2018 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 35,128,721 მლნ. ლარი შეადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა