გიორგი ლომია „ეროვნული ინტერესების დამცველის ინსტიტუტის შექმნას მოითხოვს, რომელიც ისტორიას  და ადათ-წესებს დაიცავს“

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ლომია მოითხოვს, რომ საქართველოში ეროვნული ინტერესების დამცველის ინსტიტუტი შეიქმნას. ამის შესახენ მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ომბუდსმენი საქართველოს ისტორიას, ადათ-წესს და კულტურას დაიცავს.

„როდესაც ჩვენ ომბუდსმენი ავირჩიეთ, მისი პირველი განცხადება ის იყო, რომ მისთვის პრიორიტეტი სექსუალური უმცირესობების დაცვა იქნებოდა, არადა საქართველოში უამრავი სხვა პრიორიტეტი არსებობს. ამიტომაც შემოვდივარ ინიციატივით, რომ შეიქმნას ეროვნული ინტერესების დამცველი, ომბუდსმენი. შეიქმნას ასეთი ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ისტორიას, ადათ-წესს, კულტურას და არ დაგვავიწყდება, თუ საიდან მოვდივართ და საითკენ მივდივართ. თუ ასეთი ინსტიტუტი შეიქმნება, დამიჯერეთ, ის გაცილებით მეტ სიკეთეს მოიტანს. საქართველოს სახალხო დამცველი ყველა ადამიანის ომბუდსმენია და არ უნდა გამოყოს არც ერთი ჯგუფი ან სუბკულტურა. ეს არის დანარჩენი საზოგადოების დისკრიმინაცია“, - განაცხადა ლომიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა