ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაგეგმილი შოუ ვერ შედგა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შეხვედრით შოუ ვერ შედგა, რომელიც მათ დაგეგმეს,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა.

ის გამოეხმაურა მოსამართლეთა პოზიციებს, რომლებიც მას და ანა დოლიძეს მოუწოდებდნენ, სხდომაზე გაეცათ არგუმენტირებული პასუხები კითხვაზე - რატომ უჭერენ მხარს კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას გულისხმობს.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება თუ არა საქარათველოს კონსტიტუციას, ამას კანონპროექტის ავტორებმა უნდა უპასუხონ.

„კანონპროექტის სამართლებრივ ნაწილზე, რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს, თუნდაც ის ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას, ამას კანონპროექტის ავტორებმა უნდა უპასუხონ. მე ვამბობ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების შეჩერება ლეგიტიმური მოთხოვნაა, რასაც ვიზიარებ, მაგრამ რა სამართლებრივ ფორმას მოძებნის, ეს პარლამენტის პრეროგატივაა და არა ჩემი. ამიტომ, პარლამენტმა უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომის ფორმატს, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ეს მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„ფორმატი, რომელიც დღეს შედგა, ჩვენთან შეთანხებული არ ყოფილა. მქონდა ერთადერთი ინფორმაცია, რომ იქნებოდა გასვლითი შეხვედრა, ხოლო ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაესწრებოდა. არც ის ვიცოდი, რომ კითხვები ჩემი მისამართით იქნებოდა, რადგან მე არ ვარ კანონპრექტის ავტორი. მოსამართლეებს შეუძლიათ წავიდნენ და პარლამენტის წევრებს დაუსვან კითხვები. ამ თუ იმ აზრის გაზიარება არ ნიშნავს იმას, რომ მე უნდა გავცე პასუხი იმ საკითხებზე, რომელიც მე არ მომიმზადებია.

რაც შეხება დღევანდელ შეხვედრას, ეს შოუ ვერ შედგა, რომელიც მათ დაგეგმეს. ვფიქრობ, რომ დღევანდელი სხდომა დასკვნა იყო იმისა, რომ მოსამართლეთა ე.წ. ერთიანობა, რომელიც მხოლოდ „კლანის" ინტერესებზე დგას, სულს ღაფავს.

მიმაჩნია, რომ დღევანდელი სხდომა ერთ-ერთი ბოლო იყო და მათ ნელ-ნელა გაუჭირდებათ ამ რაოდენობის მოსამართლეების შეკრება იმისთვის, რომ გამოხატონ ე.წ. ერთსულოვნება. მიმაჩნია, მოსამართლეები დარწმუნდნენ იმაში, რომ აზრი არ აქვს ასეთი ტიპის კამპანიების განხორციელებას", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო