ეკა ბესელია ზარდიაშვილზე - როცა ვინმე, როგორც იურისტი, რანგით და კვალიფიკაციით არც ერთ კლასში და კურსზე არ არის, ნაკლებად შეუძლია შეაფასოს ასეთი პროექტები

როცა არც ერთ კლასში არაა და არც ერთ კურსზე არ არის თავისი რანგით თუ კვალიფიკაციით, როგორც იურისტი, ნაკლებად შეუძლია შეაფასოს ასეთი პროექტები, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია თანაგუნდელის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებას.

ეკა ბესელიას თქმით, საჭიროა მორატორიუმი, რათა მთელი სასამართლო სისტემა არ ჩაიკეტოს და არ მოხდეს ყველა მოსამართლის უვადოდ გამწესება, რათა აზრი არ დაკარგოს მართლმსაჯულების რეფორმამ.

"ვინც საუბრობს კლასებზე, კურსებზე და აფასებს, ვინ რომელ კურსზე უნდა იყოს ან ვინ რომელ კლასშია და რანგებს აანალიზებს, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში. როცა არც ერთ კლასში არაა და არც ერთ კურსზე არ არის თავისი რანგით თუ კვალიფიკაციით, როგორც იურისტი, მათ ნაკლებად შეუძლიათ შეაფასონ ასეთი პროექტები.

იმდენად აღელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ლობისტებიც ამ ცვლილებების გამო, ჩანს, რომ ჩვენ ზუსტად მივაგენით და მივედით იმ საკითხთან, რომლითაც უნდა მოხდეს დროებით პაუზა, შეჩერება, მორატორიუმი, რათა მთელი სასამართლო სისტემა არ ჩაიკეტოს და არ მოხდეს ყველა მოსამართლის უვადოდ გამწესება და აზრი რომ არ დაკარგოს მართლმსაჯულების რეფორმამ.

დღეს მოვისმინე განცხადება, ერთ-ერთი მოსამართლე ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. იუსტიციის საბჭოს უშტატოდ ისედაც ჰყავს ძალიან ბევრი წარმომადგენელი პარლამენტში და ჰყავს ლობისტები, რომლებიც სასამართლოს სახელით პირველ პირში, ლაპარაკობენ ხოლმე. ასე რომ, ისინი საკმარისზე მეტნი არიან.

მე მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, პარლამენტის წევრებს, რომ მათ დაიცვან საკანონმდებლო ორგანოს კონსტიტუციური სტატუსი, ჩვენს გადაწყვეტილებებში ნუ ჩაერევიან ისინი, ვისაც ამის უფლება არ აქვთ," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვანო ზარდიაშვილმა დღეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომ „არც ერთი იურისტი, თუნდაც მეორე კლასელი ან პირველკურსელი, ამ პროექტს ხელს არ მოაწერდა, რადგან გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო