ამირან გამყრელიძე - C ჰეპატიტის სკრინინგი დაავადების ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში 1300000-მა მოქალაქემ ჩაიტარა

C ჰეპატიტის სკრინინგი დაავადების ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში სულ 1300000-მა მოზრდილმა მოქალაქემ ჩაიტარა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელსა და მომავალ წელს სკრინინგი დამატებით 1 500 000 პირს უნდა ჩაუტარდეს.

“მოგეხსენებათ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილის ბოლოს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში უკვე დაახლოებით, ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 45% გამოკვლეული ანუ სკრინირებულია და დაახლოებით, 42% არის ჩვენი სამიზნე ჯგუფი. 2020 წლის ბოლოსთვის 128 000 ადამიანს უნდა ვუმკურნალოთ და 122000 უნდა განვკურნოთ. აქედან მოცვის მაჩვენებელს მოსახლეობის დაახლოებით, 42%-ს წარმოადგენს. C ჰეპატიტისგან განკურნების ანუ ვირუსის განულების მაჩვენებელი 98%-ია. სამიზნე მოსახლეობის მოცვის ციფრებით ჩვენ თითქმის ყველა ქვეყანაზე წინ ვართ, როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი სამოდელო მაჩვენებელია. ეს შეიძლება, თამამად ითქვას. ჩვენი პროგრამა სხვა პროგრამებისგან იმით განსხვავდება, რომ ჩვენ აქტიურ გამოვლენაზე ვართ გადასული. დღეს სკრინირებული დაახლოებით, 1 300 000 მოზრდილია და ამ ორ წელიწადში ჩვენ ეს კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გავხადოთ, რადგან 1 500000-მდე ადამიანი უნდა იყოს სკრინირებული და იქიდან ინფიცირებული ჯგუფები გამოვავლინოთ და ყველას ვუმკურნალოთ”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა