განათლების მინისტრის მოადგილე - რეპეტიტორობის სისტემა კორუფციული და რისკის შემცველია

რეპეტიტორობის სისტემა კორუფციული და რისკის შემცველია, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც აბულაძემ აღნიშნა, დღეს მასწავლებლებს მოსწავლის ცოდნაზე ნაკლები პასუხისმგებლობა აქვთ აღებული და ისინი მიმართულებას მშობლებს რეპეტიტორებისკენ აძლევენ.

"რეპეტიტორებს ჩვენს რეგიონში ყოველთვის წყალობდნენ, ყოველთვის იქნება. მაგრამ საინტერესოა ამ რეპეტიტორობის ტენდენციების ნახვა. თუ საბჭოთა კავშირის დროს რეპეტიტორობა მძვინვარებდა იმიტომ, რომ კორუფციული სისტემა იყო, უმაღლეს სასწავლებლებში რომ მოწყობილიყვნენ, მერე დაიწყო დაბლა სვლა და ახლა ჩამოსულია საბაზო საფეხურის დასაწყისში. კორუფცია, კორუფცია, ვამბობთ და ახლაც არის ეს სისტემა კორუფციული სინამდვილეში და რისკის შემცველი, მაგრამ ამის გარდა სერიოზული ეთიკური პრობლემები აქვს. მასწავლებლები მშობლებს ეუბნებიან, წაიყვანე, მოამზადე. ეს კვლევაში წერია. მასწავლებლები ამბობენ, რომ მე ამას ვეუბნები მშობლებს, რომლებსაც ვენდობი და ვუშვებ ჩემს მეგობართან. ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ამბობს რამდენი უნდა იყოს მასწავლებლის დატვირთვა და რა არის მისი ვალდებულება, რომ მოსწავლეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გაუკეთოს და გააძლიეროს ის უნარები, რაშიც მას გაძლიერება სჭირდება, ცხადია, ამას არავინ გააკეთებს, თუ მასწავლებელი არ იქნება დაინტერესებული მეტი სამუშაო საათები აიღოს. იცით რატომ არ უნდათ მეტი სამუშაო საათები აიღონ სტატუსის მქონე მასწავლებლებმა? - რაც უფრო მაღალი სტატუსი აქვს, მისი მომსახურება უფრო ძვირადღირებულია. მთლიანად დეგრადირებულია ყველაფერი - ეთიკურობიდან დაწყებული იმით, რაც გვაქვს. ბავშვმა შედეგს რომ მიაღწია, ახლა იმასაც ვერ ვხვდებით, ვისი დამსახურებაა: სკოლის, რეპეტიტორის თუ მშობლის",- განაცხადა აბულაძემ და დასძინა, რომ „სკოლების შეფასება არის ერთი დიდი კითხვის ნიშანი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა