ბექა ნაცვლიშვილი - რატომ გგონიათ რომ გუნდის დატოვება პანაცეაა?

რატომ გგონიათ რომ გუნდის დატოვება პანაცეაა? - ასე უპასუხა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, გეგმავს თუ არა პარტიიდან წასვლას მას შემდეგ რაც „სოციალ-დემოკრატების“ მიერ მომზადებულ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

„რატომ გგონიათ რომ გუნდის დატოვება პანაცეაა?! ჯერ კიდევ რამდენიმე კომიტეტის სხდომაზეა ეს სქემა განსახილველი. ყველაფერი წინაა, ვინაიდან ეს საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე და სხდომის შემდეგ დადგება საბოლოო შედეგი. რას ვიზამ თუ გუნდი მხარს არ დამიჭერს? ანუ თქვენ ხვდებით რამხელა განსხვავებაა?! მე ვთავაზობ სოლიდარობაზე დაფუძნებულ სქემას, ადამიანები სთავაზობენ ინდივიდუალურზე დაფუძნებულ სისტემას, მე ვთავაზობ საბინაო პოლიტიკის განხორციელებას საპენსიო ფონდის საფუძველზე. ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს ფული განათავსონ ფასიან ქაღალდებში. აქედან გამომდინარე, მე მგონი, მაქვს იმის საფუძველი ვივარაუდო, რომ მირჩევნია სრულფასოვნად განვახორციელო ჩემი იდეები და უფლებამოსილებები, მივცე მეტი თავისუფლება საკუთარ თავს საჯარო გამოსვლებში, მირჩევნია მარტომ გავაკეთო“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა და იქვე იმედი გამოთქვა რომ „სოციალ-დემოკრატების“ მიერ მომზადებული დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი კოლეგა დეპუტატების მხარდაჭერას მოიპოვებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო